რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.
როგორც თურქული გაზეთი წერს, თურქეთის პრეზიდენტს, ქალაქ შანლიურფაში ვიზიტის დროს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მომღერალმა ჰკითხა, არის თუ არა ის მომდევნო ვადით პრეზიდენტობის მომხრე, რაზეც მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად უპასუხა.
"მე მომხრე ვარ, თუ თქვენ ხართ მომხრე", - თქვა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში ბოლო საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მაისში ჩატარდა, სადაც მეორე ტურში ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 52,18% მიიღო.