25 ნოემბერი 2024,   12:03
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს - შსს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიში, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უკვე მე-9 წელია ე.წ. პირველ კალათაში ადგილს ინარჩუნებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სპეციალიზებული დანაყოფები. ანგარიშს ტრადიციულად ახლავს რეკომენდაციები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ეხება - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები