25 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
ეს უდიდესი პატივია, აგრეთვე უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევა - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

სონღულაშვილის თქმით, მინისტრის პოსტზე გეგმავს ითანამშრომლოს როგორ კერძოო სექტორთან, ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რათა დასახული მიზნები იქნეს მიღწეული.

"დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს უზარმაზარი ნდობისთვის. ეს უდიდესი პატივია, აგრეთვე უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას. მქონდა შესაძლებლობა გვეთანამშრომლა პარლამენტიდან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე. პარლამენტში ყოფნის დროს გვქონდა შესაძლებლობა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განგვეხორციელებინა, რამაც წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში და ეკონომიკურ წინსვლაში.

მინისტრის პორტფელით გავაგრძელებ დაწყებულ რეფორმებს და აგრეთვე, დავიწყებთ იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც აუცილებელია გაცხადებული მიზნების მისაღწევად. მინისტრის ამპლუაში, აქტიურად ვითანამშრომლებთ როგორც კერძო სექტორთან , ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან, რადგან დასახული მიზნები შევასრულოთ. მინდა, წარმატება ვუსურვო მე-11 მოწვევის პარლამენტს", - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღის ამბები