25 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
თურქეთში დაფრენის დროს თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

თურქეთში, ანტალიის აეროპორტში დაფრენის შემდეგ Azimut Airlines-ის თვითმფრინავს Sukhoi Superjet 100-ს, ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

თვითმფრინავი სოჭიდან ანტალიის მიმართულებით მიფრინავდა და თურქეთში დაფრენა ცუდი ამინდის პირობებში მოუწია.

ცეცხლი თვითმფრინავის ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა, რის სავარაუდო მიზეზად, დაფრენის დროს თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკთან შეჯახება სახელდება.

მეხანძრე-მაშველებმა თვითმფრინავზე ხანძრის ჩაქრობა ოპერატიულად შეძლეს. ხანძრის დროს, ბორტზე 89 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

დღის ამბები