25 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
"მზად ვარ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს" - იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი ანრი ოხანაშვილი

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პოსტზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ოხანაშვილის თქმით, ის მზად არის ემსახუროს ქვეყანასა და ქართველ ხალხს.

"დიდი მადლობა ბატონ ირაკლი განსაკუთრებული ნდობის გამოცხადებისთვის. ჩემთვის პატივია ვიყო მისი ხელმძღვანელობით მთავრობის შემადგენლობაში. ასევე, დიდი მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, გაწეული დაუღალავი შრომისთვის და ბევრის მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. ასევე წარმატებას ვუსურვებ მას შემდგე საქმიანობაში.

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია ვემსახურო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს. მოგეხსენებათ, 2012 წლიდან დღემდე, ჩვენმა ხელისუფლებამ ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა იუსტიციის სფეროში, შესაბამისად ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის დაწყებულ საქმეს. მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და დიდი პასუხისმგებლობით უზრუნველვყოფთ სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების განხორციელებას. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მზად ვარ, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღის ამბები