25 ნოემბერი 2024,   12:22
ვრცლად
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - პრემიერმა მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენილია მაკა ბოჭორიშვილი. ბოჭორიშვილი მანამდე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილია ანრი ოხანაშვილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად - დავით სონღულაშვილი.

აღნიშნული სამთავრობო ცვლილებები პარლამენტს დღეს წარედგინება.

დღის ამბები