თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულები ავტობუსის მგზავრები არიან, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა უახლოეს კლინიკებში გადაიყვანეს.
შემთხვევა ემირდარის რაიონში მოხდა. ავტობუსი ანკარისკენ მიემართებოდა.