25 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
კერძო საკუთრებაში არსებული ყველაზე დიდი ეთნოგრაფიული მუზეუმი - "კურიერი P.S.-ის" რეპორტაჟი აჭარიდან

საქართველოში, კერძო საკუთრებაში არსებული, ყველაზე დიდი ეთნოგრაფიული მუზეუმი - აჭარაში მდებარეობს. მისი დამფუძნებელი ქემალ თურმანიძეა, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს სოფლების შემოვლა და ძველი ნივთების შეგროვება. ამ ყველაფერს კი თავი 3 000 კვადრატულ მეტრზე მოწყობილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მოუყარა.

მოგზაურობისას საინტერესო და იშვიათი ექსპონატები შეგროვდა, მუზეუმის დამფუძნებელმა საუკუნოვან ნივთებს პირვანდელი სახე დაუბრუნა.

"კურიერი P.S.-ის" გადამღება ჯგუფმა იმოგზაურა აჭარაში, სადაც ქართული კულტურის საინტერესო ექსპონატები ერთ სივრცეშია თავმოყრილი.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები