საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეგისტრაცია ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები ჯერჯერობით არ აუღიათ.
მისი განმარტებით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლასთან აკავშირებდათ ფროიდისეული წამოცდენები ხშირად ახასიათებთ.
"დაიწყო არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია პირველი სხდომისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკოს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით წარმომადგენლებს ცესკოდან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს მიმართავენ და აიღებენ ამ საბუთს, გაივლიან რეგისტრაციას და დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას. ჩვენ ვხედავთ მათ წამოცდენებს, დღეს ერთ-ერთმა პარტიის წევრმა თავის თავს უწოდა არჩეული დეპუტატი ასე, რომ ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით და ვნახოთ. ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ სულ რამდენიმე საათში, პარლამენტი უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შევხედავთ ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.