24 ნოემბერი 2024,   22:43
ვრცლად
ბორჯღალოსნებმა ტონგა დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა 2024 წლის დასკვნითი თამაში გამართეს და თბილისში, "მიხეილ მესხზე", ტონგას ანგარიშით 22:7 სძლიეს. საქართველომ 3 ლელო დადო.

იტალიასთან მატჩის შემდეგ, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იყო. ტრავმა მოიშუშა და შერკინების მესამე ხაზში დაბრუნდა ბექა საღინაძე. მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა ლუკა ივანიშვილი, თორნიკე ჯალაღონიამ კი დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა.

დღის ამბები