რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეები ავტომობილებით ცდილობდნენ პარლამენტთან მისვლას - პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რის გამოც, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ავტოკოლონით შესვლა, პროტესტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო.
"შესაბამისი ორგანოების, პოლიციის მიერ მოხდა გზის გადაკეტვა, ვინაიდან შესაძლებლობა ჰქონოდათ ფეხით გადაადგილების. ამ ეტაპისთვის, ითხოვენ, რომ ავტოკოლონით შევიდნენ დაკეტილ გზაზე, ხალხთან ერთად, რაც, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელია და ვუხსნით, ვეხმარებით, რომ ფეხით გადაადგილების საშუალება აქვთ. შესაბამისად, გაიგეს მე მგონი", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.