ტერორისტულმა ორგანიზაცია "ჰესბოლამ" ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 340 რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატით გაუშვა.
თავდასხმის შედეგად, თელ-ავივში 11 ადამიანი დაშავდა.
"ჰესბოლას" წინააღმდეგ "ცახალის" ოპერაცია გრძელდება. ამ მიზეზით ბეირუთში ლიბანის განათლების უწყება, საგანმანათლებლო პროცესს იანვრამდე შეაჩერებს.