25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მემარჯვენე კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ ლიდერობს.

რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამ ეტაპზე დათვლილია ხმების 99,65%.

შედეგების მიხედვით, მეორე ადგილს იკავებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი "სოციალ-დემოკრატი" მარსელ ჩიოლაკუა. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ვერცერთმა ვერ შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, რის გამოც, მეორე ტური დაინიშნა, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები