25 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
სამწუხაროა, რომ ევროკავშირისგან დაფინანსებული NGO-ები ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, სპეციალურად ავრცელებს დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებაში დაბნეულობა შეიტანოს.

პაპუაშვილის თქმით, მესამე სექტორის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ვხედავთ, რა მძიმე არის დეზინფორმაცია, რომელსაც ზოგიერთი უცხოური დაფინანსებით მოქმედი NGO-ები ავრცელებენ. კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა", რომელზეც დიდი ხანია ვსაუბრობ, მათ შორის, ვაფრთხილებდი დონორებს, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს, პრეზიდენტის მიერ სხდომის არ ჩანიშვნა ხელს უშლის პარლამენტის რომ შეიკრიბოს, არის დეზინფორმაცია, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ.

ეს უკვე არის დონორის პასუხისმგებლობა, რომ დღეს ჩვენ გვესმის ამ NGO-სგან დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირისგან დაფინანსებული NGO-ები ავრცელებენ კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციას, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები