ვილნიუსში, აეროპორტის მახლობლად სატვირთო თვითმფრინავი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე ჟირნიუს ქუჩაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
თვითმფრინავის ბორტზე ორი პილოტი და კომპანია "დი ეიჩ ელის" ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ესტონური გამოცემა "დელფი" წერს, რომ სამაშველო ოპერაციის შედეგად პილოტის გადარჩენა მოხერხდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.