25 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ოკუპანტმა კიევის მიმართულებით საბრძოლო დრონები გაუშვა - "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში ხანძარი გამოიწვია

ოკუპანტმა კიევის მიმართულებით საბრძოლო დრონები გაუშვა. თავდასხმის მოგერიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო, თუმცა "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დედაქალაქის რამდენიმე უბანში ხანძარი გამოიწვია.

ზაპოროჟიას ოლქში იერიშის შედეგად 16 წლის ბავშვი დაშავდა და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კურახოვეს მიმდებარედ წინ წაწევა შეძლეს და კატერინივკასა და იურიევკას დასახლებები დაიკავეს - ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები უკრაინის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობენ. ანატოლი ბარგილევიჩის განცხადებით, ადგილზე ჯამში ჩრდილოეთ კორეელების 11 ათასზე მეტი ჯარისკაცია.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი რუსეთ-უკრაინის იმის ვითარებას პირველ მსოფლიო ომის დროინდელ სანგრებში ბრძოლებს ადარებს.

"ფოქს ნიუს სანდეის" ეთერში უოლცმა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც უკრაინას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას აძლევს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილება უფრო მასშტაბურ ჩარჩოებში უნდა იყოს მიღებული, რათა ამ კონფლიქტს ბოლო მოეღოს.

დღის ამბები