მე-11 მოწვების პირველი სხდომის გახსნამდე, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები უკვე იკრიბებიან. მათ პარლამენტში შესვლა საპროტესტო აქციის პარალელურად უწევთ.
საკანონმდებლო ორგანოში უკვე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე.
პარლამენტის შენობის ირგვლივ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ისინი წესრიგს უზრუნველყოფენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განმარტებით, შშს-ს თანამშრომლები, საკანონმდებლო უწყებაში დეპუტატების უსაფრთხო შესვლას უზრუნველყოფენ.