25 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ვინმეს თუ აქვს სურვილი ხელისუფლების შეცვლის, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით და ამას გადაწყვეტენ არა გარე ძალები, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა - კახა კალაძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე შეაფასა. კახა კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს კანონი არის ქართული, მისი მიზანი კი ქვეყნის ინტერესების დაცვაა. მან ახალგაზრდებსაც მოუწოდა, ნუ მოექცევიან პოლიტიკური ჯგუფების ზეგავლენის ქვეშ.

"ეს არის სრულად ქართული კანონი, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, დაიცვას ქვეყანა უცხოური ძალების გავლენებისგან, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხისგან, რათა საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, მშვიდ და სტაბილურ გარემოში გამოხატოს საკუთარი ნება, გააკეთოს არჩევანი და თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი.

თუ ვინმეს სურვილი აქვს, ხელისუფლება შეცვალოს, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით. ამას გადაწყვეტს არა გარე ძალები და გარედან ჩარევა, არამედ მისი აღმატებულება საქართველოს მოსახლეობა. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ - არა

არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენოს სათავისოდ და ქვეყანაში შეიქმნას იგივე ვითარება, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ხდება უკრაინაში," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები