25 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
უმრავლესობა უფლებამოსილებას ცნობს 150-ვე დეპუტატის, ამის შემდეგ იმ უსამშობლოებს, ვისაც არ უნდა ამომრჩევლის ხმა გაახმოვანოს პარლამენტში, მიეცემათ შესაძლებლობა დაწერონ განცხადებები - ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე მოხდება არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა და სწორედ ამის შემდეგ მიეცემათ ოპოზიციის წარმომადგენლებს საშუალება, დაწერონ განცხადებები მანდატებზე უართან დაკავშირებით.

"პარლამენტის უმრავლესობა უფლებამოსილებას ცნობს 150-ვე დეპუტატის და ამის შემდეგ უკვე უსამშობლოებს, რომლებიც ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, ის ახალგაზრდები, ვისაც იყენებენ მთელი ამ დროის განმავლობაში, მივმართავ - დღეს უფლებამოსილებას ვცნობთ. ამის შემდეგ იმ უსამშობლოებს, ვისაც არ უნდათ, თავიანთი ამომრჩევლის ხმა გაახმოვანონ პარლამენტში, მიეცემათ შესაძლებლობა, დაწერონ განცხადებები. ეს ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, ხოლო ეს უსამშობლოები იქნებიან ყოველთვის ასეთ მოცემულობაში," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები