25 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს - კახა კალაძე

დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, 17 მაისის, როგორც ოჯახის სიწმინდის დღის შესახებ საუბრისას განაცხადა.

"ოჯახი არის ის, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო. დაცული, ხელშეუხებელი, ტრადიციებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ოჯახი ნიშნავს ძლიერ საქართველოს. სამშობლოს სიყვარულიც სწორედ ოჯახიდან იწყება. მეგობრებო, საქართველოს საპატრიარქო მოგვიწოდებს, ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. ხვალ, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, პარაკლისის შემდეგ კი მსვლელობა გაიმართება", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

დღის ამბები