31 მარტი 2025,   21:36
ვრცლად
დღეს მზე ნაწილობრივ დაბნელდება - როგორ უნდა დავაკვირდეთ ციურ მოვლენას უსაფრთხოდ

დღეს, მზე ნაწილობრივ დაბნელებას ელოდებიან. ციური მოვლენა მთვარის დაბნელებიდან ორი კვირის შემდეგ ხდება.

NASA-ს ცნობით, მზის ნაწილობრივი დაბნელება ხდება მაშინ, როდესაც მთვარე მოძრაობს მზესა და დედამიწას შორის. მთვარე, მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს, ბლოკავს მზის სახის მხოლოდ ნაწილს, რაც ნახევარმთვარის ფორმას ქმნის.

ციური მოვლენის მზის ნაწილობრივ დაბნელების დროს, მთვარე მზის წინ გაივლის და ნაწილობრივ დაბლოკავს მას.

NASA-ს ცნობით, ნაწილობრივი დაბნელება ხილული იქნება ჩრდილოეთ ამერიკის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ევროპის, ჩრდილოეთ აზიის, გრენლანდიისა და ისლანდიის ნაწილებში.

დაბნელება დაიწყება სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროსთან 4:50 საათზე და პიკს, 6:47 საათზე მიაღწევს. ხოლო ნაწილობრივი დაბნელების ბოლო ნაწილი დასრულდება ჩრდილოეთ ციმბირში 8:43 საათზე.

როგორ ვუყუროთ მზის ნაწილობრივ დაბნელებას უსაფრთხოდ

მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მზის ნაწილობრივი დაბნელება თქვენს ტერიტორიაზე, შეუიარაღებელი თვალით მზის სიკაშკაშის ხილვა არა მხოლოდ არასასიამოვნო, არამედ საშიშია.

მზეზე პირდაპირ ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე ან მხედველობის დარღვევა. 2017 წლის სრული მზის დაბნელების დროს, ახალგაზრდა ქალს მზის რეტინოპათიის დიაგნოზი დაუსვეს, ექიმების აზრით, დაბნელების ყურების დროს, სათვალე არ იყო დაცული უსაფრთხოების სტანდარტებით.

მზის დაბნელების სათვალეების ლინზები, დამზადებულია შავი პოლიმერისგან, ან ნახშირბადის ნაწილაკებით გაჟღენთილი ფისისგან, რომელიც ბლოკავს თითქმის ყველა ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერ შუქს. მზის სათვალეები არ ბლოკავს ინფრაწითელ გამოსხივებას, შესაბამისად, მისი გამოყენება მზის ნაწილობრივი დაბნელების დროს, უსაფრთხო არ არის.

დღის ამბები