
2025 წლის 28 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აზიისა და ევროპის რეგიონულ დირექტორს, რეჯინა დე დომინიჩის შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები. მათ შორის, საუბარი შეეხო 2026-2030 წლებში UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტის (CPD) შემუშავების პროცესს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე.
საუბარი შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისათვის მზადყოფნა.