
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, "კოალიცია ცვლილებისთვის" აქტივისტი, გელა ხასაია დააკავეს.
პოლიციამ მას ჩანთის გახსნა მოსთხოვა, რაზეც ხასაიამ უარი განაცხადა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხასაია დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით. საუბარია 173-ე მუხლზე, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.