02 აპრილი 2025,   04:24
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას აპირებს. პრესსამსახურში "კურიერს" განუცხადეს, რომ პრეზიდენტს მიწვევაც კი არ მიუღია.

ამ თემაზე დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრიფინგი გამართა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილი მოსკოვმა 9 მაისის ღონისძიებაზე მიიწვია.

შეფასება გაკეთდა მმართველ გუნდშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დეზინფორმაციასა და აჟიოტაჟის ხელოვნურად შექმნის მცდელობაზე ისაუბრეს.

დღის ამბები