02 აპრილი 2025,   04:10
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს წინაშე შესავალ სიტყვას ამბობენ, პროკურატურამ კი მოწმეები უნდა წარადგინოს.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პოლიციელების დაკითხვის თაობაზე.

გამოძიება მზია ამაღლობელს "სისხლის სამართლის კოდექსის" 353-ე მუხლით ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები