02 აპრილი 2025,   04:11
ვრცლად
"უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე" - ირაკლი კირცხალია

ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტი, თბილისში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. სებ-ის დელეგაციამ, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

მმართველ გუნდში, მემორანდუმს მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე:

"უმნიშვნელოვანესი მემორანდუმი გაფორმდა ჩვენს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის. ეს არის იმ სტრატეგიული პარტნიორობისა და ურთიერთობის გაგრძელება, რომელსაც სულ რაღაც ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი და უკვე გადავიდა მოქმედებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რადგანაც როდესაც ჩვენ ვხედავთ უკვე ჩინეთის მხრიდან ძალია მნიშვნელოვან ჩართულობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, არ დაგვავიწყდეს ანაკლიის პორტის პროექტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა ჩინეთი. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება და ამ დიდი თანამშრომლობის შეკვრაა 2 ცენტრალურ ბაკს შორის მემორანდუმის გაფორმება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულია ჩვენი ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა. ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ასევე ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკების ვიცე პრეზიდენტებთან და დირექტორებთან.

დღის ამბები