02 აპრილი 2025,   04:15
ვრცლად
საპენსიო სააგენტომ ანგარიში წარადგინა

საპენსიო სააგენტომ ანგარიში წარადგინა. სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შეკრებილებს განახლებული სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

მისი განცხადებით, 17 ათასმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და მათზე გაცემული თანხა 70 მილიონზე მეტია.

ამავე ღონისძიებაზე ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგნენ მმართველობითი საბჭოს ახლად დანიშნული წევრები, რომლებმაც პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

დღის ამბები