
ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეირანი შტატებთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებას არ მიაღწევს, ირანი ისეთ დაბომბვას შეეჩეხება, რომელიც აქამდე არასდროს უნახავს. ამერიკის პრეზიდენტი არ გამორიცხავს არც ტარიფების დაწესებას.
თვის დასაწყისში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების დადებას აპირებს და ამ მიზნით თეირანს წერილი გაუგზავნა.
30 მარტს, ქვეყნის პრეზიდენტმა მას უპასუხა, რომ ირანმა შეთავაზება არ მიიღო. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, ირანი მზადაა, დაარტყას ამერიკის ბაზას ინდოეთის ოკეანეში, თუ შტატების მხრიდან დაბომბვა დაიწყება.