
31 სახელმწიფოს ლიდერმა პარიზი უკვე დატოვა. ევროპის სახელმწიფოების ხელმძღვანელები ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად შეთანხმდნენ, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ენერგეტიკული პოტენციალი, არ მოუხსნან სანქციები რუსეთს და დაიწყონ უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა. პროცესს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უხელმძღვანელებს.
მსურველთა კოალიციასთან საკუთარი მოთხოვნები აქვს ოფიციალურ კიევს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე სამშვიდობო პროცესში ევროპას ძალის დემონსტრირებისკენ მოუწოდებს. ელისეის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს სადაზვერვო მონაცემები გაუზიარა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ზაფხულში სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე ახალ შეტევას დაიწყებს. ზელენსკი ამბობს, რომ პუტინი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. უკრაინა კოალიციისგან უსაფრთხოების გარანტიად ქვეყანაში ევროპელი სამშვიდობოების გაგზავნას ითხოვს.
რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შეჩერების ახალ პირობას ასახელებს. საკითხზე პუტინმა მურმანსკში ისაუბრა.
პუტინის ამ განცხადებას გამოეხმაურა ოფიციალური ვაშინგტონი. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის მმართველობას ქვეყნის მოსახლეობა და კონსტიტუცია განსაზღვრავს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.