
ლიეტუვაში დაკარგული ამერიკული ჯავშანმზიდი, ექვსდღიანი ძებნის შემდეგ, ჭაობიდან ამოიღეს. ბორტზე მყოფი ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის ბედის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ჯავშანმანქანის პოვნის შესახებ ლიეტუვის ოფიციალურმა პირებმა განცხადება დღეს დილით გააკეტეს.
"ჯავშანმზიდი ნაპირზე გამოიტანეს დილის 4:40 საათზე, ბუქსირების ოპერაცია დასრულებულია. ლიეტუვის სამხედრო პოლიცია და ამერიკელი გამომძიებლები მუშაობას აგრძელებენ", - წერს თავდაცვის მინისტრი დოვილე შაკალიენე "ფეისბუქის" პოსტში.
აშშ-ის არმიის ინფორმაციით, ჯარისკაცები ქალაქ პაბრადში, გენერალ სილვესტრას ზუკაუსკასის მასიურ საწვრთნელ მოედანზე ვარჯიშობდნენ, როდესაც ისინი დაიკარგნენ.