
სოფელ კაბალში, ხალილოვების სახლის ეზოში, სპეციალურად მოწყობილი სათბურები და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას 200-ზე მეტი ნერგი იპოვეს. ირკვევა, რომ 61 წლის მამაკაცი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას ეწეოდა.
ხალილ ხალილოვი პოლიციამ საკუთარ სახლში აიყვანა. ჩატარდა ჩხრეკა. საგამოძიებო მოქმედებების კვალი, სპეციალურ სათბურებს ახლაც ეტყობა. პოლიციამ ნარკოდანაშაულის კონკრეტული მტკიცებულებები მოიპოვა, მათ შორის ამოღებულია გამომშრალი მარიხუანა. დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ნარკოტიკი ხალილოვს პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.
დაკავებულებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ხალილ ხალილოვი, არზუმან ნაბიევი და თარლან მუხტაროვა, წინასწარ ორი თვიან პატიმრობაში
რჩებიან. "კურიერი" ბრალდებულების ადვოკატებს დაუკავშირდა, თუმცა ინტერესების დამცველებმა საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირების და მარიხუანას შეძენა-შენახვის საქმეზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, არ არის გამორიცხული დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.