02 აპრილი 2025,   03:28
ვრცლად
იმის მერე, რაც შევრიგდით, ისეთი შეხვედრა მოხდა აფხაზებსა და ჩვენს შორის, ჭკუაშიც არ გამივლია, რომ აფხაზების წინააღმდეგ ოდესმე იარაღს ავიღებდი ხელში - ემზარ კვიციანი

ამ წუთებში, პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ემზარ კვიციანს უსმენენ. დღეს განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები და საპატიმროებში არსებული პირობები. სხდომაზე დაბარებულები არიან ასევე გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა.

კვიციანის განცხადებით, იმის მერე, რაც აფხაზებსა და ქართველებს შორის შეხვედრა მოხდა, ჭკუაშიც არ გაუვლია, რომ აფხაზების წინააღმდეგ ოდესმე იარაღს აიღებდა ხელში.

"იმის მერე, რაც შევრიგდით, ისეთი შეხვედრა მოხდა აფხაზებსა და ჩვენს შორის, ჭკუაშიც არ გამივლია, რომ აფხაზების წინააღმდეგ ოდესმე იარაღს ავიღებდი ხელში. ისე დათბა ურთიერთობა. აფხაზები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ გვინდა თქვენთან, მაგრამ თქვენ არ გვიშვებთ, გვესვრით და რა გავაკეთოთო. ამის მაგალითები იყო ის, რომ როგორც კი დათბებოდა სიტუაცია, გალში ატყდებოდა სროლები, ან იქით მოიტაცებდნენ ვიღაცას, ან აქეთ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

დღის ამბები