02 აპრილი 2025,   03:23
ვრცლად
ჩვენი ვალდებულებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, მოვითხოვოთ ისეთ პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომელიც მავნებლურ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა - დავით მათიკაშვილი

დღესვე პარლამენტში ბიუროს სხდომაზე, მოხდება ქართული ოცნების კანონპროექტის ინიცირება "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, "ქართული ოცნება" მუშაობას იწყებს კანონზე, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობაც.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, პარტიების, რომლის საქმიანობაშიც შედის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, მოხდეს მათი ჩამოცილება პოლიტიკური სპექტრიდან.

"დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტიკურ პარტიებად შენიღბული სინდიკატები, რომელთა საქმიანობის სფეროში შედის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებები, ომის პროპაგანდა, შუღლის გაღვივება და ა.შ. მოხდეს მათი ჩამოცილება პოლიტიკური სპექტრიდან. ჩვენი ვალდებულებაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში, სარჩელის წარდგენის გზით, მოვითხოვოთ ისეთ პარტიების საქმიანობის აკრძალვა, რომელიც ამ მავნებლურ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა საქართველოში.

ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ არსებობს შესაძლებლობა, იგივე პირებმა, რომელიც აკრძალული პარტიის ფორმატში მოიაზრებიან, იგივე წესდებით, მიზნებით სხვა სატელიტი პარტიები შექმნან. ამიტომაც საკანონმდებლო დანაწესი უნდა გავრცელდეს ანალოგიურად, აკრძალვის შესაბამის ნორმებით. სასამართლო განხილვის ჭრილში, საკონსტიტუციო სასამართლო მიღებს, ასეთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები