02 აპრილი 2025,   03:23
ვრცლად
"ფორმალურად, საჯარო რეესტრი ვის გაუუქმებს რეგისტრაციას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ჩვენთვის" - ლევან სანიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ

პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე, მოხდება ქართული ოცნების კანონპროექტის ინიცირება "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის შესახებ.

საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, "ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის მომზადებამდე, "ქართული ოცნება" მუშაობას იწყებს კანონზე, რომლის მიხედვითაც, აიკრძალება ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობაც.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს კანონპროექტი ქვეყანაში ოპოზიციური აზრის ჩახშობას ემსახურება მიზნად.

"ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ამ ქვეყანაში ჩაახშონ ოპოზიციური აზრი. მაგრამ ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ პარტია არ არის მხოლოდ სახელწოდება და ნომერი, პარტია არის იდეა. თუ კი ეს იდეა არის პროდასავლური, ერთიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს იდეა, ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აკრძალავს. ფორმალურად, საჯარო რეესტრი ვის გაუუქმებს რეგისტრაციას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ჩვენთვის.

სხვათა შორის, ეს არის ძალიან კარგი გამოსაფხიზლებელი საშუალება ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენლისთვის, რომელიც ირიბად საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

დღის ამბები