
”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ნებისმიერი ეკონომიკური სახის ურთიერთობის და ბმის გაჩენა ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ჩინეთი, საერთოდ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
მისი განმარტებით, ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტის მთავარი მიზანი არა ქართველი ხალხის კეთილდღეობა და საქართველოს ეკონომიკურ წინსვლა, არამედ სანქციებისთვის გვერდის ავლის სამზადისია.
"ნებისმიერი ეკონომიკური სახის ურთიერთობის და ბმის გაჩენა ისეთ სახელმწიფოსთან, როგორიც არის ჩინეთი, საერთოდ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, მე ", - განაცხადა სანიკიძემ.
პარტია ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელსაც საქართველოსთვის სარგებლის მოტანა შეუძლია მნიშვნელოვანია.
"ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია საგებელი მოუტანოს ამ ქვეყანას არის მნიშვნელობა. თუმცა, ეს ცალსახად უნდა შეფასდეს, რამდენად გააზრებული აქვს ხელისუფლებას ამ პროცესში, ამის პარალელურად, ქვეყნის ევროპული მომავლის პერსპექტივა და არ უნდა მოხდეს ეს პროცესი ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების და ჩვენ შორის არსებული ინტერესების ხარჯზე", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.