
ამ წუთებში, პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები ემზარ კვიციანს უსმენენ. დღეს განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული მოვლენები.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, 2003- 2012 წლებში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები და საპატიმროებში არსებული პირობები. სხდომაზე დაბარებულები არიან ასევე გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა.
თეა წულუკიანის განმარტებით, გიორგი თარგამაძემ კომისიას მედიით შეატყობინა, რომ სდომაზე მისვლას არ აპიურებდა.
"ბატონმა გიორგი თარგამაძემ მედიით შეგვატყობინა, რომ მოსვლას არ აპირებს. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ჩვენი კომისიის მიერ მოწვეულ პირთა სიაში, რომელიც საკმაოდ გრძელია სიაა, იქიდან გამომდინარე ფიგურირებენ, რომ სხვა "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელ დეპუტატებთან ერთად, სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2008 წელს, სტრასბურგში, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე, ქართულ ჯარს დააბრალეს ომის დანაშაულის ჩადენა და გამოარიდეს პასუხისმგებლობას პოლიტიკური თანამდებობის პირები. მაშინდელმა ვითომ ოპოზიციის წარმოამდეგნელმა გიორგი თარგამაძემ სტრასბურგში ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვა-სიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი თითქოს დამნაშავეა. მათ ამას მისცეს ხმა. საქართველოს დააბრალეს ომი და ასევე, ყველაფერი ის, რის შესახებაც ახლა გიორგი თარგამაძე, ტელევიზიიდან ამაყად ამტკიცებს საპირისპიროს. ამიტომ, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს შეკითხვები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.