
კანადაში, ყინულის შტორმის გამო, ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია "ჰიდრო უანის" მონაცემებით, ონტარიოს პროვინციაში 300 000-ზე მეტი ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.
კანადის გარემოს დაცვის სამსახურმა გამოსცა გაფრთხილებები ოტავაში, კვებეკსა და ონტარიოში ყინულის შტორმის შესახებ.
ონტარიოში მდებარე ქალაქ ორილიაში, შტორმის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
"ეს არის ძალიან სერიოზული ვითარება სახიფათო საგზაო პირობებით, წაქცეული ხეებითა და ელექტროგადამცემი ხაზებით, ასევე საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურის დაზიანებით", – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.