02 აპრილი 2025,   03:27
ვრცლად
ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, საბანკო სფეროში - გურამ მაჭარაშვილი ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტზე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის, ნათია თურნავას ჩინეთში ვიზიტი შეაფასა.

მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ჩინეთისნაირ დიდ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება, მათ შორის, საბანკო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, როდესაც ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან, დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობები, როგორიც არის ჩინეთი. მათ შორის, ეკონომიკური და საბანკო ურთიერთობები. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც თავად შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობს, რომ ურთიერთობები გააღრმაოს ჩინეთთან. ბუნებრივია, რომ ჩვენნაირი ტიპის ქვეყანას სჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება, მათ შორის, საბანკო სფეროში", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები