31 მარტი 2025,   14:32
ვრცლად
"თურქეთი გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში... ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა" - ზაზა დობორჯგინიძე

"თურქეთი გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში... ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა" - ამის შესახებ, სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტო, ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში წერს. 

ასევე, როგორც დობორჯგინიძე აღნიშნავს, ევროკომისიის განცხადებები მხოლოდ ფორმალური მოწოდებებით შემოიფარგლა, რომ თურქეთმა კარგი იქნება დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას:

"თურქეთი კონკურენტული ავტორიტარიზმიდან, სადაც თეორიულად ოპოზიციას გამარჯვება შეეძლო და თვითმმართველობის არჩევნებში იგებდა კიდეც, გადავიდა სრულ ავტორიტარიზმში. მთავარი კონკურენტი, რომელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ჰქონდა, დააკავეს.

ევროკავშირის რეაქცია? პრაქტიკულად არანაირი. ყველა ჩუმადაა. არც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციებს, არავინ საუბრობს დემოკრატიის უკუსვლაზე, ევროკომისიის განცხადებები მხოლოდ ფორმალური მოწოდებებით შემოიფარგლა, რომ თურქეთმა კარგი იქნება დემოკრატიული სტანდარტები დაიცვას. ეს ხდება ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიის სერიოზული ტრადიცია ჰქონდა, მაგრამ ახლა სეკულარიზმიც ჩამოიშალა, სამოქალაქო საზოგადოებაც გაანადგურა, მედიაც კონტროლის ქვეშაა, სასამართლოც და ბოლოს, ოპოზიციის მთავარი ლიდერიც დააპატიმრეს.

ერდოღანმა მომენტი იდეალურად შეარჩია. ევროპას თურქეთი სჭირდება როგორც ნატოს მეორე არმია და მიგრანტთა ტალღების შემაკავებელი ბუფერი. ამას ემატება უკრაინის ომი და ტრამპთან დაკავშირებული გაურკვევლობაც, რის ფონზეც დასავლეთს რეაგირებისთვის არც სურვილი აქვს და არც დრო,"- წერს ზაზა დობორჯგინიძე.

დღის ამბები