31 მარტი 2025,   14:41
ვრცლად
სამტრედიაში მდებარე კახა კალაძის საფეხბურთო ცენტრში, "გრასსრუტს ქაფ ჯორჯიას" ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი დასრულდა

სამტრედიაში მდებარე კახა კალაძის საფეხბურთო ცენტრში, "გრასსრუტს ქაფ ჯორჯიას" ბავშვთა საფეხბურთო ტურნირი დასრულდა. ასპარეზობაში, 2012-2013 წელს დაბადებულ ბავშვთა 20 გუნდი მონაწილეობდა.

2012 წელს დაბადებულ მოზარდთა შორის, პირველი ადგილი იბერია 1999-ის გუნდმა მოიპოვა. 2013 წელს დაბადებულებს შორის კი, საუკეთესოს წოდება თბილისის ლოკომოტივმა დაისაკუთრა.

საფეხბურთო ტურნირი, ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, სამტრედიის მერიის თანაორგანიზებითა და ჩართულობით ჩატარდა.

დღის ამბები