31 მარტი 2025,   14:42
ვრცლად
დავით ჩიხელიძე "მეგობარი აქტზე": კანონად რომ იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით?

დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე "მეგობარი აქტის" თაობაზე.

როგორც მან აღნიშნა, აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

"სენატის კომიტეტზე, ე.წ. მეგობარი აქტის მიღებულ აღფრთოვანებას ოპოზიცია-ენჯეო ელიტის და მათ მიერ მოტყუებულთა უინტელექტო მასაში ცივი წყალი უნდა გადავასხა.
უპირველესად, დაჯექით და წაიკითხეთ ეგ აქტი? ისემც რა გითხარით
კითხვა არ გაგიჩნდათ, რაში ჭირდება აშშ-ს პრეზიდენტს სადმე სანქციების დასაწესებლად სპეციალური კანონი? ტრამპს დღესვე შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას დაუწესოს სანქციები სურვილის შემთხვევაში. შესაბამისად რას გკარნახობთ ლოგიკა? (სად გაქვთ თორემ) - უილსონის თეატრი პოლიტიკური ზეგავლენის მიზნით.

აქტი რომ კანონად იქცეს, ჯერ უნდა მიიღოს წარმომადგენელთა პალატის და სენატის პროფილურმა კომიტეტებმა, მერე ორივე პალატამ, შემდეგ წარედგინოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად. იცნობთ ამერიკის პრაქტიკას ამ ვადებთან დაკავშირებით? ისემც რა გითხარით.

დაპირებები, რომელიც აქტში უილსონმა დაჯღაბნა, წაიკითხეთ და გააანალიზეთ? ისემც რა გითხარით, თორემ ხომ თვითონაც გაგეცინებოდათ. რამე კონკრეტული დაპირება შეგიძლიათ გვითხრათ გარდა ზოგადი დეკლარაციული ფრაზებისა, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში შესაძლო დახმარება, ვიზალიბერალიზაციის შესაძლო განხილვა (აქ ისემც უილსონს რა ვუთხარი, ტრამპის პოლიტიკის ფონზე ვიზალიბერალიზაცია შესაძლებელი არ იყოს საქართველოსთან საერთოდ). მაგრამ ბრიყვების მოსატყუებლად წავა და თქვენ ხომ ბრიყვებით მანიპულირებთ.

ყველაზე სასაცილო მაგ აქტიდან - დაევალოს USAID ს 90 დღეში წარმოადგინოს წინადადებები, როგორ დაეხმარება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასო.
ჯერ ერთი, საწყალმა უილსონმა ეტყობა არ იცის ფულში რომ იხრჩობა აქ ელიტარული ენჯეოსექტორი და იქით დაეხმარება, ან შეიძლება ზუსტად ეგ გათვლა აქვს. მეორეც, სანამ ეგ აქტი კანონად იქცევა, თუ იქცევა როდისმე, იქიდან კიდევ 90 დღე დაამატეთ, მაგდენი ხანი USAID საერთოდ იარსებებს ან საქართველოში დასახარჯი ფული ექნება?
თაღლითების კორპორაცია ხართ საკუთარი მფარველებიანად", - წერს დავით ჩიხელიძე.

დღის ამბები