
"გილაურს უბრძანეს თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება," - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
"ნახეთ ეს თანხა რა საქმიანობაში უნდა დაიხარჯოს. უნდა დაიხარჯოს პროპაგანდაში, უცხოურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, სენატორები და სხვა პოლიტიკოსები ისე უნდა იპოვონ, რომ ანტიქართული საქმიანობა აწარმოონ.
გილაურს უბრძანეს, ეს თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება. ეს ხომ პირველად არ ხდება, ასეთი ლობისტური საქმიანობის მომსწრეები ხომ ყველა ჩვენგანი წლიდან წლამდე ვართ," - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
ცნობისთვის, FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ნიკა გილაურმა ლობისტური კომპანია დაიქირავა, რომელსაც 6 თვეში 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს. ხელშეკრულების მიხედვით, ამერიკულმა კომპანია Continental Strategy-იმ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე. გილაურის კომპანია Reformatics-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც 20 თებერვლითაა დათარიღებული, FARA-ზე 13 მარტს გამოქვეყნდა.