20 მარტი 2025,   00:09
ვრცლად
ბრაზილიაში წყალდიდობამ 200-ზე მეტი ოჯახი დააზარალა

ბრაზილიაში, ქალაქ რიო ბრანკოში წყალდიდობამ 200-ზე მეტი ოჯახი დააზარალა. ქალაქის დატბორვა მდინარე აკრეს ადიდებამ გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მდინარის კალაპოტში წყლის დონემ თითქმის 16 მეტრს მიაღწია. სტიქიის ზონაში მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს. სამხედრო-სახანძრო ბრიგადებმა ტერიტორიიდან რამდენიმე ასეული ადამიანი გაიყვანეს.

დღის ამბები