
მთვარის სრული დაბნელება - ეგრეთწოდებული "სისხლიანი მთვარეს" ხუთშაბათს საღამოს გამოჩნდება. აღნიშნული იშვიათი მოვლენის ნახვა მთელს შეერთებულ შტატებში იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
მთვარის სრული დაბნელება - "სისხლიანი მთვარე" 13 მარტის საღამოს დაიწყება და 14 მარტს, დილით ადრე დასრულდება.
ასტროფიზიკის პროფესორისა და ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის თავმჯდომარის, დოქტორ ანგელა სპეკის განმარტებით, "სისხლიანი მთვარის", სრული მთვარის დაბნელება ხილული იქნება მთელს შეერთებულ შტატებში და მის სანახავად რაიმე სპეციალურ აღჭურვილობა საჭირო არ იქნება.