
ანტინარკოტიკულ რეფორმაზე, რომელზეც მუშაობასაც პარლამენტი იწყებს, საუბრობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა. მისი განცხადებით, საკითხზე კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სასულიერო პირი აქცენტს აკეთებს სასულიერო სარეაბილიტაციო ცენტრებზეც და ამბობს, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის კამპანიის გაძლიერება აუცილებელია.
"თუ, ვთქვათ, უკეთესი იქნება რა რაც სხვა ტიპის - შერეული მოდელი, რაღაც დონეზე გამკაცრება, რაღაც დონეზე მოშვება - მე არ ვიცი, ზუსტად როგორ, მაგრამ საჭიროა სპეციალისტების ჩართვა ამ საქმეში... ის, რაც საუკეთესო იქნება, ის უნდა ამოირჩეს.
უფრო ფართო წრე უნდა იყოს ჩართული სპეციალისტების, რომლებიც შეისწავლიან სხვათა გამოცდილებას. უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმისა, რომ ეს არის საშინელება.
ხელმისაწვდომობა, რასაკვირველია, უნდა აიკრძალოს, უბრალოდ, გამკაცრებაში რა იგულისხმება, ეს კიდევ განსამარტია და ფართო განსახილველია. ჩვენ ის უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ნაკლები მომხმარებელი ამის, სრულიად ვერ გავაქრობთ, რადგან იცით, რომ სამოთხეში არა ვართ, ცოდვა არ გაქრება, მაგრამ შეგვიძლია, პროპაგანდისა და ბრძოლის შემთხვევაში, ამას თავი მოვუყაროთ და რიცხოვნობა შევამციროთ," - ამბობს დეკანოზი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა ალექსანდრე (გალდავა).