
ლუკაშენკო, ოფიციალური ვიზიტით, მოსკოვშია. ბელორუსის პრეზიდენტს ვნუკოვოს აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ.
დაგეგმილია შეხვედრა პუტინთან, სადაც მხარეები განიხილავენ პარტნიორობისა და სამხედრო ალიანსის განვითარების საკითხებს.
ეს არის ლუკაშენკოს პირველი საგარეო ვიზიტი მას შემდეგ, რაც ის ბელორუსის პრეზიდენტი მეშვიდედ გახდა.