13 მარტი 2025,   19:56
ვრცლად
"ისინი, ვინც რეალიზაციით არიან დაკავებულები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების სიცოცხლეს განზრახ, საკუთარი მოგებისთვის უქმნიან საფრთხეს, ამიტომ მათ მიმართ იქნება მკაცრი დამოკიდებულება" - შალვა პაპუაშვილი

"ისინი, ვინც რეალიზაციით არიან დაკავებულები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების სიცოცხლეს განზრახ, საკუთარი მოგებისთვის უქმნიან საფრთხეს, ამიტომ მათ მიმართ იქნება მკაცრი დამოკიდებულება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს გამოწვევა ლიბერალური პოლიტიკის შედეგია, რომელიც საქართველოს თავს მოახვიეს.

"დღეს, ეს არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. რადიკალური ოპოზიციაც კი ვერაფერს ამბობს, რასაც მე ვაკვირდები. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის. უფრო მეტიც, ეს გამოწვევა არის შედეგი იმ თავსმოხვეული ლიბერალური პოლიტიკისა, რომელიც ამ მიმართულებითაც თავს მოახვიეს საქართველოს.

რაც შეეხება ჩვენს მიდგომას, ერთის მხრივ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციასთან დაკავშირებით იქნება სიმკაცრე, მათ შორის, ოდენობებიდან გამომდინარე - დაბალ ოდენობაზეც იქნება მკაცრი მიდგომა და ეს არის მნიშვნელოვანი.

უნდა ვიცოდეთ, რომ განსაკუთრებით ისინი, ვინც რეალიზაციით არიან დაკავებულები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების სიცოცხლეს განზრახ, საკუთარი მოგებისთვის უქმნიან საფრთხეს, ამიტომ მათ მიმართ იქნება მკაცრი დამოკიდებულება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხმარებაც იყოს შემცირებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები