13 მარტი 2025,   20:21
ვრცლად
ბელგიის პროკურატურამ ევროპარლამენტში შესაძლო კორუფციის გამოძიება დაიწყო - Reuters

"ევროპარლამენტში აქტიურ კორუფციაში სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით, დაკითხვის მიზნით, რამდენიმე პირი დააკავეს", - ამის შესახებ Reuters-ი ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

უწყებაში ამბობენ, რომ ჩხრეკა ბრიუსელში, ფლანდრიაში, ვალონიასა და პორტუგალიაში, სულ 21 ლოკაციაზე ჩატარდა. 

"პროკურორები აცხადებენ, რომ, 2021 წლიდან დღემდე, კორუფციას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებას, სავარაუდოდ, რეგულარული და ფარული ხასიათი ჰქონდა. როგორც ისინი ამბობენ, ეს ხდებოდა "კომერციული ლობირების საფარქვეშ და სხვადასხვა ფორმას იძენდა, როგორებიცაა პოლიტიკური პოზიციების დაკავების სანაცვლოდ ანაზღაურება ან საჩუქრები, როგორებიცაა კვებისა და მგზავრობის ხარჯები ან რეგულარული მიწვევები საფეხბურთო მატჩებზე", - წერს Reuters-ი.

ჯერ უცნობია იმ პირთა ვინაობა, რომელთაც კორუფციასთან შესაძლო კავშირს ედავებიან.

დღის ამბები