13 მარტი 2025,   04:29
ვრცლად
პაკისტანში გატაცებული სამგზავრო მატარებლიდან 300-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს - BBC

პაკისტანის არმიის განცხადებით, ბელუჯისტანის პროვინციაში ბოევიკების მიერ სამშაბათს გატაცებული სამგზავრო მატარებლიდან 300-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არმიის წარმომადგენლის თქმით, ოპერაციის დროს 33 ბოევიკი დაიღუპა.

არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ბალუჩთა განმათავისუფლებელმა არმიამ" (BLA) ოპერაციის დაწყებამდე 21 მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი ჯარისკაცი მოკლა. BBC-ის ცნობით, ეს ინფორმაცია ჯერ არ გადაუმოწმებიათ.

მედიის ცნობით, დარჩენილი საფრთხის აღმოსაფხვრელად, სამხედროები რაიონში სამძებრო ოპერაციას აგრძელებენ.

დღის ამბები