12 მარტი 2025,   16:47
ვრცლად
თბილისში, "ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ხანძარი იყო

ხანძარი იყო თბილისის ცენტრში. ცეცხლი "ღვინის ქარხნის" ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანს გაუჩნდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი გაზის აფეთქებას მოჰყვა, რის შემდეგაც ცეცხლი სახურავზე გაჩნდა და მის მთელ პერიმეტრზე გავრცელდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა მეხანძრეებმა გვიან ღამით შეძლეს. პროცესში ჩართული იყო 10-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა.

დღის ამბები